пятница, 18 января 2013 г.

მოლაპარაკე ფირფიტები



რონგო-რონგო,  ან კოხაუ რონგო-რონგო(“მოლაპარაკე ფირფიტები”    “რონგო”-სწავლება,შენიშვნა,გზავნილი,”კოხაუ”-ხის დაფა)-(რაპანუიული ენის დამწერლობა)
ტორომიროს ხე
აღდგომის კუნძულის მცხოვრებთა იეროგლიფიანი დამწერლობის ხის ფირფიტებია.იეროგლიფები ნაწილობრივ სიმბოლური,ნაწილობრივ გეომეტრიული,მთლიანად დაახლოებით 800 ნიშანია.დღეისთვის გაურკვეველია,რას წარმოადგენს თითოეული სიმბოლო-ცალკეულ სიტყვას თუ მარცვალს.ყველა რონგო-რონგო გაკეთებულია ხე ტორომიროსაგან.დღეისთის სულ 25 თუ 26 ხის ფირფიტა შემორჩა მსოფლიოს მუზეუმებს.1862წელს კუნძულის 
მოსახლეობის უმეტესობა,მათ შორის ისინი,ვინც რონგო-რონგოს წაკითხვის ხელოვნებას ფლობდა,მონებად წაასხეს ჩილეში.1864 წელს აღმოაჩინა ეპისკოპოსმა ერომ,რომელიც ამტკიცებდა,რომ ასეთი ფირფიტები იყო ყოველ სახლში,თუმცა კუნძულულელებს მათი წაკითხვა პრაქტიკულად აღარ შეეძლოთ.უკვე 2 წლის შემდეგ ყველა ეს ფირფიტა განადგურდა.ერთი ვერსიით თვითონ ერომ გაანაგდურა ისისი,ხოლო სხვა ვერსიით ფირფიტები შინააშლილობის დროს დაიწვა. იმ დროიდან მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ  გაშფრონ რონგო-რონგო,რაც შეიძლება შეძლეს კიდევაც.
აღდგომის კუნძული

რონგო-რონგო აღმოაჩინეს 1722 წელს აღგდომის კუნძულზე. სტრიქონების   მიმართულლება   ემხრობა სარკისებრი ბუსრტოფედონი წესს,როდესაც ყოველი მეორე სტრიქონი იწერება  საპირისპირო მიმართულებით და გადაბრუნებულად.რაპანუიელები წერდნენ ბანანფოთლებზე და ტორომიროს ხისგან გაკეთებულ ხის ფირფიტებზე.იეროგლიფებს ტვიფრავდნენ წათლილი ობსიდიანი ან ზვიგენის კბილით.რონგო-რონგოს მცოდნეებსტანგატა მაორი რონგო-რონგოსეძახდნენ.პირველად რონგო-რონგო მოხსენებულია,როდეცას კუნძულზე ესპანელები გამოჩდნენ.ადგილობრივმა მცხოვრებმა ესპანეთის მეფის  მიმართვას ხელი მოაწერეს ფრინველის,ლანგუსტის თავისა და სხვადასხვა ფორმით,რამაც ჩააფიქრა მომსვლელები.ტაიტის ეპისკოპოსმა ტეპანო ჟოსანი დაინტერესდა აღდგომის კუნძულის იეროგლიფებით და შეადგინა რაპანუიული ნიშნების სია.
   რუსელმა XIX საუკუნეში შეადგინა პირველი რაპანუიული ლექსიკონი.დამწერლობის გაჩენა კუნძულზე დაკავშირებულია მარამას ლეგენდასთან.მარამა ტანეს ღვთაების  საერთოპოლინეზიური ეპითეტია( რაპანუიული მაკემაკე)-ყოველი მცენარის,ფრინველის საწყისი,ყოველივე ცოცხალისა და ხისგან დამზადებულ ნივთთა მფარველი.რონგო-რონგო დაკავშირებული იყო მაკემაკეს სადიდებლად გამრთულ თამაშების რიტუალთან,რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა ორონგოში.დაფებს,სადაც მორბენალთა სახელები იყო ამოტვიფრული,კოხაუ-რანგა ერქვა,მიცვალებულთა სახელიან დაფებს- კოხაუ--ტე-ტანგატა-მატე,ბრძოლებში დაღუპულების სახელებს კოხაუ-იკას აწერდნენ,ხოლო მაკემაკეს ღვთაების სადიდებელ ჰიმნებისა და შელოცვების დაფებს კოხაუ-კირი-ტაკუ-კი-ტე-ატუა ერქვა.
        ჰეიერდალი და ფედონი მიიჩნევდნენ,რომ რაპანუიული დამწერლობა ინკებმა შემოიტანეს.არსებობს ჰიპიტეზები რონგო-რონგოსა და ძველჩინურ იეროგლიფებთან ან ჰარაპულ(პროტოინდურ) იეროგლიფებთან ნათესაობისა. ფიოდოროვა მიიჩნევდა,რომ რონგო-რონგო ორმაგძირიანი იეროგლიფიკაა,რომელიც შექმნილია ომონიმების თამაშის გათვალისწინებით.მის მიერაა შემოღებული ტერმინიომოგრაფიული იეროგლიფიკა”,როდეცას ნიშნების უმეტესობა გამოხატავს არა იმ საგანს,რომელიც ხატია,არამედ მის ომონიმს.მაგალიტად,თევზის აღმნიშვნელი სიმბოლო ika ნიშნავს არა თევზს,არამედ მცენარეს,რომელსაც ასევე ika  ეწოდება,ცის ნიშანი რანგი აღნიშნავს ასევე შაქრის ლერწმს. თავად იეროგლიფები გადმოცემენ მაგიურ ფორმულებს,რომლებიც ნაყოფიერებას უწყობენ ხელს.უფრო დაწვრილებით ნახეთ
   1995 წელს მეცნიერმა სტივენ ფიშერმა განაცხადა,რომ რონგო-რონგოს სტუქტურა გამოიცნო,მისი აზრით წარწერები იყოფიან ტრიადებზე,რომლებშიც პირველი სიმბოლო-დამაკავშირებელი რგოლის,მეორე-ის,რასთანაც აკავშირებენ,ხოლო მესამე-შეკავშირების შედეგი.
ზოგი მკვლევარი იმედოვნებს,რომ საიდუმლო საგვარეულო გამოქვაბულებში ინახება კოხაუ რონგო-რონგო ტექსტები,რისი პოვნაც გაციალებით გაუადვილებდათ უნიკალური დამწერლობის საიდუმლო ამოეხსნათ. იგი შედის ტოპ-ათ ისტორიულ მისტფიკაციაში.



Просмотреть увеличенную карту

Комментариев нет:

Отправить комментарий